თავში

ბანკში ფულის დაგროვებისას დაზღვევის ვალდებულება დაგვეკისრება

ბანკში ფულის დაგროვებისას დაზღვევის ვალდებულება დაგვეკისრება
ბანკში ფულის დაგროვებისას დაზღვევის ვალდებულება დაგვეკისრება

თანამედროვე სამყაროში ფულის დაგროვება ბანკში ყველაზე საიმედოდ და უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა, სავალდებულო დაზღვევა რისკს მინიმუმამდე შეამცირებს - ასე ფიქრობენ ფინანსისტები დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის  ახალ რეგულაციაზე, რომელიც წელს უნდა ამოქმედდეს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზაფხულამდე წარადგენს, რომლის მიხედვით, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. 

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის თქმით, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის შემდეგ, მთლიან საბანკო სექტორს წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე შენატანის გაკეთება მოუწევს, რაც, მათი თქმით, სექტორისთვის დამატებით ტვირთად არ უნდა იქცეს.

ძიძიკაშვილის ინფორმაციით, ფიზიკური პირების დეპოზიტების ანალოგიურად, ზღვარი 15 000 ლარია, თუმცა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ზღვრულ მაჩვენებლამდე ეტაპობრივ გადასვლას ვარაუდობენ.

მისივე განმარტებით, იურიდიული პირისთვის უფრო მეტი ზღვარი იქნებოდა მისაღები, ვინაიდან უფრო მაღალი ნაშთები აქვთ ანგარიშზე. 

მცირდება ბანკებისთვის ყოველთვიური გადასახადი, ლარში 0.067%-დან 0.03%-მდე, უცხოურ ვალუტაში 0.1% რჩება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გათვლით, ამ ცვლილებით, წლიურად ბანკებს საშუალოდ 10 მლნ-ის ტვირთი მოეხსნება და, ცვლლებების შემდეგ, ამ სექტორს მოგება  მთლიანობაში 7-8 მლნ-ით გაეზრდება.

2019 წ მდგომარეობით საბანკო სექტორში 26.2 მლრდ -ის დეპოზიტებია, 15 მლრდ - საცალო ანაბრებია. სულ სააგენტოშის >2 მლრდ-ის პორტფელია დაზღვეული. სააგენტოს ფონდშის 35 მლნ -ია, რაც ძიძიკაშვილის შეფასებით 2 წლიანი პერიოდისთვის საუკეთესო შედეგია, წელს 60 მლნ-მდე გაზრდას ელის. 2019 წელს 17 მლნ -ის მობილიზება გახდა შესაძლებელი ბანკის შენატანებით და სააგენტოს მიერ 2-5-წლიან სახაზინო ობგლიგაციებში განთავზებით მიღებულ 1.5 მლნ-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system