თავში

ბარელი ნედლი ნავთობი 56.5 ამერიკულ დოლარი ღირს

ბარელი ნედლი ნავთობი 56.5 ამერიკულ დოლარი ღირს
ბარელი ნედლი ნავთობი 56.5 ამერიკულ დოლარი ღირს

ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ბოლო რამდენიმე კვირაა ფასი ცვალებადია, თუმცა რყევები უმნიშვნელოა. ბოლო პერიოდში ცვლილება ნიუ-იორკის ბირჟაზე თითქმის პლიუს 1.5 დოლარია და ამჟამად ნედლი ნავთობის ღირებულება 56.5 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ლონდონში, სადაც უფრო მაღალი ხარისხის ნავთობი ივაჭრება, ტრენდი იდენტური იყო, მატება თითქმის 1 დოლარია და ამჟამინდელი ფასი 61 დოლარი და 54 ცენტია.

რაც შეეხება მიზეზებს, მთავარი მამოძრავებელი ძალა კვლავ ამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომია. კვირის დასაწყისში ტრენდმა ქვემოთ დაიწყო ჩამოსვლა, მაგრამ მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, ბაზარმა მიიღო ეს პოზიტიური სტიმულები და მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ნავთობის ფასი. ასევე არსებობს მოლოდინები რომ FED კვლავ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს, დასაქმების ზრდის ტემპიც შემცირებულია ამერიკაში, გამომდინარე აქედან ნავთობზე მოთხოვნამ შესაძლოა დაიკლოს და ფასებიც ქვემოთ წამოვიდეს.

საქართველოში ბენზინის ფასებს რაც შეეხება, კლება მხოლოდ ლუკოილში შეინიშნებოდა 1-2 თეთრით, დანარჩენ კომპანიებში ღირებულება კვლავ უცვლელია. ყველაზე იაფად პრემიუმის ტიპის საწვავი ლუკოილშია 2 ლარად და 60 თეთრად, იდენტურ კომპანიაშია ყველაზე იაფად რეგულარის საწვავიც რომლის ღირებულებაც 2 ლარი და 49 თეთრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system