თავში

ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა წლებია ქვეყნის საჭიროებებს გარანტირებულად აზღვევს

ბატონი ბიძინა წლებია ქვეყნის საჭიროებებს გარანტირებულად აზღვევს
ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა წლებია ქვეყნის საჭიროებებს გარანტირებულად აზღვევს

ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო საქმიანობა გაწია სხვადასხვა მიმართულებით.

„იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძენა, რომ თანხა მიიმართება STOPCOV ფონდში, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ.

დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით და 100 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა და ეს დიდი დახმარება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა გაიღო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, მიმართული იქნება იმ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევაფასებთ. ეს თანხა არის მიმართული იმ ერთიან ფონდში, რომელშიც ყველა თანხა აკუმულირდება, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს შეაქვთ თავიანთი შენატანი, იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით განაწილებული, მიმართული იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ბოლო მონაცემებით, StopCov ფონდში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system