თავში

ბათუმი ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს - PHOTO

ბათუმი ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს
ბათუმი ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს - PHOTO

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 

უწყების ცნობით, წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მიანიჭა.

2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებზე ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს ჰქონდა წვდომა. სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500,000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინგამოცემას ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. ვებგვერდს ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

"ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარაში ისრაელიდან ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system