
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ქვეყნის 19 მიმართულებით სრულდება.
ბათუმში განახლებული აეროპორტი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება.
ბათუმის აეროპორტის განახლება 17 მლნ დოლარი დაჯდა. 17-მილიონიანი ინვესტიცია ბათუმის საერთასორისო აეროპორის მოდერნიზებაში კომპანია „ტავმა“ ჩადო. ბათუმში განახლებული აეროპორტი დღეს გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ახლა აეროპორტი 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე - გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.