თავში

ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა

ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა

ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა. 

როგორც report.ge-ს ბათუმის მერიიდან აცნობეს, მოვაჭრეების ნაწილმა დახლზე სარეალიზაციოდ პროდუქცია უკვე გამოიტანა.

ბაზარში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ. 

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია შენობაში შესულ პირებს ჰქონდეთ პირბადე და ხელთათმანი. 

ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს დეზინფექცია უტარდება. პროცესს ინსპექცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო აკონტროლებს.

''აგრარული ბაზრის შიდა დახურული სივრცე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია არის დაცული, რაც ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. თუ კი იქნება დარღვევა და ის რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა დაიხურება. შესაბამისად მოვუწოდებ ყველა ბაზარს დახურულ სივრცეებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ბაზარი მუდმივი ზედამხედველობის და მონიტორინგის რეჟიმში იქნება. ახლა გახსნილია მხოლოდ სასურსათო ობიექტები, ის ნაწილი, რომელიც არ არის ტანსაცმლის. მომდევნო ეტაპზე გაიხსნება ყველა ის მაღაზია რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და აქამდე იყო დაკეტილი'' - აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე.

საქართველოში არსებული 90-მდე აგრარული ბაზრიდან მუშაობს მხოლოდ 64.

ბათუმის აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიხურა. 

შეგახსენებთ, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება 27 აპრილიდანაა ნებადართული.

აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდ მიზნით, 6-7 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩა ბაზრობებზე დასაქმებული 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system