თავში

ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით ბოლომდე ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით ბოლომდე ისარგებლებენ
ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით ბოლომდე ისარგებლებენ

აჭარის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება. ეს გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მოიჯარეებს, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გააცნო.  აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პანდემიის ფონზე, ტურისტული სეზონი სრულყოფილად ვერ ტარდება.

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური ფინანსური დანაკარგებით გაიარონ“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ და დასძინა, რომ აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობები იმსჯელებენ მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system