თავში

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა 3 მლნ-მდე ჯდება

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა 3 მლნ-მდე ჯდება

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3 მლნ-მდე ლარს შეადგენს.

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დაამონტაჟა. პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" განახორციელა. აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 1 თებერვლიდან, აჭარაში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. რეგიონში ამისთვის მიმდინარეობს აქტიური მზადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system