თავში

ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 26%-ით გაიზარდა

ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 26%-ით გაიზარდა
ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 26%-ით გაიზარდა

ბათუმში, 2021 წლის მარტში 1,017 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია. Colliers International-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ბოლო კვლევით, 2019 წელთან შედარებით კი - 28%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მარტში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 849 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 29%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 27%-ით მეტი 2019-თან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 35% და 34%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019 წლებთან შედარებით.

"2021 წლის მარტში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით, 2019-თან შედარებით კი 21%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 18%-ით, 7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33%-ით, 2019-თან შედარებით კი 43%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 51%-ით გაიზარდა 2020-თან შედარებით, 2019-თან შედარებით კი 9%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა 2020 წელთან შედარებით 4%-იანი კლება, 2019-თან შედარებით კი 32%-იანი ზრდა განიცადა," - აღნიშნულია Colliers International-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ბოლო კვლევაში. 

Colliers International-ის მიხედვით, ბათუმში, 2021 წლის პირველ კვარტალში 2,205 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. 2019 წელთან შედარებით კი - 9%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან შედარებით - 8%-იანი ზრდა.

"2021 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1,896 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 12%-ით მეტი 2019-თან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 13% და 6%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლის პირველ კვარტლებთან შედარებით. 2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 23%-ით, 13 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2021 წლის პირველ კვარტალში, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 12%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 5% და 10%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლის პირველ კვარტლებთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტმა კი 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 65%-ით გაიზარდა," - ვკითხულობთ Colliers International-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ბოლო კვლევაში.,

აქვე განმარტებულია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტლათან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელმა 2%-ით იკლო 2020 და 2019 წლებთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system