თავში

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება

ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია და 2 მათგანში დასრულებულია მოსახვაც კი. რაც შეეხება ხიდებს, 18 ხიდიდან დასრულებულია 11 ხიდი, 7-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი. გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც. ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი იქნება უმნიშვნელოვანესი მიღწევა აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო დერეფანის განვითარებისათვის, რეომელსაც ასევე, დიდი როლი ექნება არა მხოლოდ მაგისტრალური და სატრანზიტო თვალსაზრისით, არამედ ბათუმის განტვირთვის კუთხითაც“,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329.6 მილიონი ლარით ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system