თავში

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 16%-ით შემცირდა

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 16%-ით შემცირდა
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 16%-ით შემცირდა

ბათუმში, 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება, ბაზრის ზომას, ჯამში 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელიც 16%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია colliers georgia - ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 14%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვითვე, 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

"რაც შეეხება, ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა, ხოლო მედიუმ კატეგორიის ბინების რაოდენობა 30%-ით დაეცა. მეორეს მხრივ პოზიტიური ცვლილება მოხდა პრემიუმ სეგმენტზე, როდესაც მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ თუმცა მაინც გაიზარდა 10%-ით," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

ტურიზმის კრიზისმა აჭარაში უძრავი ქონების ბაზარიც ჩაითრია.  ტურისტულ რეგიონებში უძრავი ქონების რეალიზაცია მინიმალურ დონეზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system