თავში

ბათუმის "უეფას“ მე-4 კატეგორიის სპორტულ მოედანზე 141 მლნ ლარი დაიხარჯა

ბათუმის "უეფას“ მე-4 კატეგორიის სპორტულ მოედანზე 14
ბათუმის უეფას“ მე-4 კატეგორიის სპორტულ მოედანზე 141 მლნ ლარი დაიხარჯა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ  ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის მოწყობის პროექტი კომპანია „ანაგმა" საკუთარი სახსრებით შეასრულა. მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია "SISPICHES"-მა მოაწყო, რომელსაც ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები.

„უეფას“ მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი. ახალ სტადიონზე დამონტაჟდა ე.წ ხელოვნური მზე, რომელიც მინდვრის საფარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს და სრულად შეესაბამება უეფას მოთხოვნებს. საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება. სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა, 500 ადამიანი იყო დასაქმებული.

საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტადიონმა უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს გაიმართება. ასევე, გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system