თავში

ბათუმს რვა ელექტროავტობუსი EBRD-მა უყიდა

ბათუმს რვა ელექტროავტობუსი EBRD-მა უყიდა
ბათუმს რვა ელექტროავტობუსი EBRD-მა უყიდა

რვა ელექტროავტობუსი, რომლებიც შეძენილ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით, უკვე ბათუმშია.

ავტობუსები შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი 5.5 მილიონი ევროს მოცულობის სუვერენული სესხისა, რომელიც გადაეცემა ქალაქ ბათუმს, კერძოდ მუნიციპალურ კომპანიას შპს ბათუმის ავტოტრანსპორტს, და E5P ფონდის მიერ გაცემული 4 მილიონი ლარის (1.5 მილიონი ევროს) ოდენობის გრანტის ფარგლებში, ბათუმის არსებული ავტოპარკის გარემოსაცვითი და საოპერაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

პროექტი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მწვანე ქალაქების“ პროგრამის ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალურ „მწვანე“ ინვესტიციებს და რომელიც ხელმისაწვდომია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ოპერირებს ბანკი. პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ასევე გამოყო 0.8 მილიონი ევრო ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად, კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამების განსახორციელებლად. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით და დამტკიცდა ბათუმის საკრებულოს მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს.

“ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს ბათუმის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით განახლების პროცესს. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) საშუალებით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის წყალობით, ბათუმელებს, პირველად სამხრეთ კავკასიაში, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ხმაურისა და გამონაბოლქვის გარეშე მომუშავე ელექტროავტობუსებით. ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით მდგრადი მწვანე განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ჰაერის დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიების შემცირების მეშვეობით. ელექტროავტობუსების ქალაქისათვის გადაცემა უკავშირდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აღებულ ვალდებულებას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების სისტემები ახალი ავტობუსების მაქსიმალური გარემოსდაცვითი ეფექტის გამოსავლენად“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

ცნობისთვის, რვა ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება ათი წუთის განმავლობაში. ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით „იბიარდმა“ (EBRD) გამოაცხადა, სადაც კომპანია „ბიკაემ“-მა (BKM) გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system