თავში

ბათუმსა და თბილისში კულინარიული სკოლის გახსნა იგეგმება

ბათუმსა და თბილისში კულინარიული სკოლის გახსნა იგეგმება
ბათუმსა და თბილისში კულინარიული სკოლის გახსნა იგეგმება

„აჭარა ჯგუფი“ კულინარიული სკოლის გახსნას გეგმავს. ბიზნესჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას თქმით, სკოლა უახლოეს მომავალში ჯერ თბილისში, შემდეგ კი შესაძლოა ბათუმშიც გაიხსნას. როგორც ჩეხერიამ განაცხადა, წლებია ქვეყანაში სასტუმრო-რესტორნების მომსახურების ხარისხი ვერ იზრდება.

„ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც წასულია საზღვარგარეთ და ამ სეგმენტში მუშაობს უნდა გავუკეთოთ შეთავაზებები და დავაბრუნოთ. ძალიან ბევრი კარგი კადრია, რომელიც ამ ეტაპზე მათ შორის დუბაისა და ბაქოს სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშია დასაქმებული. თუმცა ეს არ არის საკამრისი, ჩვენ უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლის გაკეთებას ვაპირებთ იმისათვის, რომ „აჭარა ჯგუფს“ ჰყავდეს გადამზადებული კადრები და დავასაქმოთ ისინი თბილისსა და რეგიონებში. თბილისში იგეგმება სკოლის გახსნა და შემდეგ ვნახოთ შეიძლება ბათუმშიც გავაგრძელოთ“ - განაცხადა ჩეხერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system