თავში

ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია 26%-ით შემცირდა

ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია 26%-ით შემცირდა
ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია 26%-ით შემცირდა

2021 წლის პირველ ორ თვეში ბათუმში გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების რაოდენობა საშუალოდ 26%-ით შემცირდა, თებერვლის თვეში კი გაყიდული ბინების რაოდენობა 2019 წლის ამავე თვის მონაცემებს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია CUSHMAN & WAKEFIELD-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბათუმში იანვარსა და თებერვალში სახლების/ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ბოლო სამი წლის განმავლობაში მერყეობდა. ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება 2020 წელს, როდესაც ბათუმის საცხოვრებელი ბაზარი თავისი განვითარების პიკში იყო. 2021 წელს თებერვალში საშუალო გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 12%-ით დაეცა, თუმცა იანვრის თვეში საშუალო ფასის ცვლილება მხოლოდ -5% იყო. 2021 წლის პირველი ორი თვის საცხოვრებელი ბაზრის ტანზაქციების მიხედვით, გასაყიდი საშუალო ფასი 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ტურიზმის კრიზისმა აჭარაში უძრავი ქონების ბაზარიც ჩაითრია. ტურისტულ რეგიონებში უძრავი ქონების რეალიზაცია მინიმალურ დონეზეა. ბათუმში, 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება, ბაზრის ზომას, ჯამში 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელიც 16%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 14%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა. 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა, ხოლო მედიუმ კატეგორიის ბინების რაოდენობა 30%-ით დაეცა. მეორეს მხრივ პოზიტიური ცვლილება მოხდა პრემიუმ სეგმენტზე, როდესაც მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ თუმცა მაინც გაიზარდა 10%-ით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system