თავში

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები პანდემიის პირობებში მათი საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებენ. მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა, სახელმწიფოსგან და ეკონომიკის სამინისტროსგან ბანკებთან შუამდგომლობას ან მათი საქმიანობის დაშვებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

"მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო კონკრეტული კომპანიის, "მინიონის" მაგალითი, რომელმაც ამ პანდემიის შედეგად ბახტრიონზე უკვე დაკარგა ერთი ფილიალი, ის ბანკმა წაიღო, ასევე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან სხვა ბავშვთა გასართობი ცენტრები. ჩვენ გვინდა სახელმწიფომ და ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტული პროგრამა შემოგვთავაზონ, რომ ბანკებთან შუამდგომლობა მოხდეს, ან დაშვებულ იქნას ბავშვთან გასართობი ცენტრების საქმიანობა, ვინაიდან ასე დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში ბავშვთან გასართობი ცენტრები უბრალოდ გაქრებიან",-განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ცნობისთვის, გასართობი ცენტრების წარმომადგენელტა აქციები 3 კვირაა იმართება, პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთი მოთხოვნით, სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება ბავშვთან გასართობ ცენტრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system