თავში

ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია

ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია
ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია

"ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია," - ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე შემდეგი წესით:

სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;

სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);

სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;

შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 70 მლნ ლარია.

ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას შემდეგი წესით:

სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;

გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;

გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;

გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.

ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

TBC Research-ის ინფორმაციით, 2 ივლისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system