თავში

ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა

ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა
ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა

საქართველოში საქმიანობის სფერო კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 21 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, „კრედიტ სერვისს“ თანხმობა მისცა მიკროსაფინანსო საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

„ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 12 აგვისტოს განკარგულებით, მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system