თავში

ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსომ დატოვა

ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსომ დატოვა
ბაზარი კიდევ ერთმა მიკროსაფინანსომ დატოვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს კიდევ ერთი კომპანია, ამჟერად, "ლენდო", ტოვებს. გაუქმდა კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, დანიშნულია ლიკვიდატორიც.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 21 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული.

ამ დროისთვის ლიკვიდაციის პროცესშია 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა. მიზეზად სპეციალისტები 2019 წელს საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებენ.

2019 წლის დასაწყისიდან დღემდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67-დან  41-მდეა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system