თავში

ბაზარზე აგროდაზღვევის ახალი სახეობა გამოჩნდა

ბაზარზე აგროდაზღვევის ახალი სახეობა გამოჩნდა
ბაზარზე აგროდაზღვევის ახალი სახეობა გამოჩნდა

მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე, და­სე­ტყვი­ლი ან სხვა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნარ­გა­ვე­ბი უდი­დე­სი ზა­რა­ლია თავ­და­პირ­ვე­ლად ფერ­მე­რის­თვის, ხოლო შემ­დეგ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის. ფერ­მე­რებს მო­სავ­ლის მო­საყ­ვა­ნად დიდი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა უწევთ, და­წყე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი შე­წამ­ვლის ხარ­ჯე­ბით. ის შე­მო­სა­ვა­ლი კი, რაც თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რი­დან უნდა მი­ი­ღონ, სამ­წუ­ხა­როდ, წყალ­ში ეყ­რე­ბათ. სპეციალისტები გვიხსნიან, რომ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შემ­ცი­რე­ბა.

საქართველოს აგრობაზარზე გამოჩნდა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი. "კარტლი­სი"  ფერ­მერს მო­სა­ვალის უა­მინ­დო­ბის გამო დაზიანებული ფარ­თო­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის თან­ხას უკან და­უბ­რუ­ნებს. "კარტლის აგ­რო­სის­ტე­მე­ბი" პირ­ვე­ლია, ვინც ფერ­მე­რებს ამ­გვა­რი პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზა. კომპანია უფა­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო დახ­მა­რე­ბას უწევს ფერმერებს და ამან 2017 წლიდან აკა­დე­მი­ის სახე მი­ი­ღო.  აქ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკვე 4500-ზე მეტი ფერ­მე­რი გა­და­ამ­ზა­და. პრო­ექ­ტი მე­ხუ­თე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა და აკა­დე­მია ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მეტი შე­ის­წავ­ლონ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს, ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

აგროდაზღვევის სტრატეგია განახლდება.  ამ ეტაპზე მოქმედი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოსავალს 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან აზღვევს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ. სამინისტროს აგროდაზღვევის განვითარების განახლებული სტრატეგია მზად აქვს. 

ბოლო მონაცემებით, აგროდაზღვევის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სუბსიდიის თანხა აგროდაზღვევაში 8 მლნ ლარს აჭარბებს. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია. ლევან დავითაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება. მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა მიმდინარე წლიდან სამწლიანი გახდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს და სიამაყით აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ბიუჯეტი 40 მლნ ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ხელისფლება მნიშვნელოვან გარღვევას აპირებს და შედეგსაც ელოდება.

"გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი,“ - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას. საქართველოში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. აგრობიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არასრულფასოვანია, რადგან მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

გროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system