თავში

ბაზარზე გაურკვეველი წარმოშობის ხორცი აღმოაჩინეს

ბაზარზე გაურკვეველი წარმოშობის ხორცი აღმოაჩინეს
ბაზარზე გაურკვეველი წარმოშობის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ გვირაბში გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. 

როგორც repor.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

როგორც repor.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოში განუმარტეს, სრული დატვირთვით განაგრძობენ საქმიანობას, ყოველდღიურად მოწმდება აგრარულ ბაზრები, სასურსათო და სავაჭრო ობიექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system