თავში

ბაზარზე მალე ქართული წარმოების ინოვაციური ბეტონი გამოჩნდება

ბაზარზე მალე ქართული წარმოების ინოვაციური ბეტონი გამოჩნდება
ბაზარზე მალე ქართული წარმოების ინოვაციური ბეტონი გამოჩნდება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროსტანდარტის შესაბამისად, მალე მსუბუქი კონსტრუქციების სამშენებლო პროცესში გამოყენება სავალდებულო გახდება. ქართული სამშენებლო ინდუსტრია ამას მზად დახვდება, რადგან ქართველმა ექსპერტებმა ინოვაციური სამშენებლო მასალა შექმნეს.

ქართული ინოვაციური სამშენებლო პროდუქტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა გამოიგონეს და აწარმოეს. მათი თქმით, ახალი პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ ახალი მეთოდით იწარმოება და გამორჩეულია სიმტკიცით, არ არის მიდრეკილი ბზარების წარმოქმნისაკენ.

პროდუქტი მთლიანად ქართული ნედლეულით მზადდება. მისი წარმოებისთვის გამოიყენება ტიფი, თიხა-ფიქალი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოიპოვება. აქამდე ეს რესურსი გამოუყენებელი იყო და ხშირად საფრთხესაც კი უქმნიდა გარემოს. მაგალითად, საფრთხის შემცველია თურუჯის თიხა-ფიქალი, რომლის უტილიზაცია გარკვეული თანხა ჯდება, ახალი ქართული წარმოების ბეტონის წარმოებაში გამოყენებით კი ის სასარგებლო ხდება.

მისი წარმოების პროცესი ასეთია: ბეტონსარევში იტვირთება ბეტონის ძირითადი კომპონენტები: ცემენტი ქვიშა, ღორღი, თერმომოდიფიცირებული დანამატი, რომელიც დამუშავებულია 500-700 გრადუსამდე და წყალთან შერეული სუპერპლასტიპიკატორი, რომელიც ბეტონის ნარევს ათხევადებს. საწარმოო პროცესის დასრულების შემდეგ ის მდგრადობაზე იტესტება და სარეალიზაციოდ მზადდება.

გამოგონების ავტორები ამბობენ, რომ პროდუქტი აქტიურად იქნება გამოყენებული ადგილოვრივ სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, გზების, ხიდების, გვირაბების თუ აეროდრომების მშენებლობაში.

სპეციალისტების შეფასებით, ადგილობრივი წარმოების ბეტონი მშენებლობას საქართველოში გააიაფებს, რაც, ერთი მხრივ, კომპანიებისთვის, და, მეორე მხრივ, მომხმარებლისთვისაც მომგებიანი იქნება.

ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ პროდუქტი ექსპორტზეც გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system