თავში

ბაზარზე მშრალი მაწვნის გუნდები გამოჩნდა

ბაზარზე მშრალი მაწვნის გუნდები გამოჩნდა
ბაზარზე მშრალი მაწვნის გუნდები გამოჩნდა

საქართველოს ბაზარზე მშრალი მაწვნის გუნდები გამოჩნდა. UNDP Georgia-ს ფინანსური დახმარებით, საოჯახო სამზარეულოს ნუგბარი ლამია ასადოვამ ბიზნესად აქცია. მანამდე ლამია ასადოვა ამ უგემრიელეს ნუგბარს თავისი ოჯახის წევრებისთვის ამზადებდა.  ლამია ქვემო ქართლის „მეწარმე ქალთა ქსელი“-ს წევრია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით დაარსდა.

„მინდა, რომ მეტმა მომხმარებელმა გამიცნოს და ჩემი ინოვაციური პროდუქტები შეიყვაროს,“  - ამბობს ლამია ასადოვა, დამწყები მეწარმე. 

UNDP Georgia-ს ფინანსური დახმარებით 26 მეწარმე ქალმა საოჯახო საქმე ბიზნესად აქცია და წარმატებით უძღვებიან მცირე ბიზნესებს, რომლებიც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის წყარო გახდა.

შეგახსენებთ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ექვს რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი. ამ დახმარების შედეგების წარდგენა გაიმართა 2 აპრილს, ქალაქ რუსთავის პარკში, სადაც სამოცამდე ახლადშექმნილმა მცირე ბიზნესმა ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტიდან ტურისტული პროექტები წარადგინა. გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და დააგემოვნეს „ქვემო ქართლის ქალ მეწარმეთა კავშირის“ 26 წევრის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია. ქვემო ქართლში განხორციელებული ინიციატივები UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება.

2020 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, თხუთმეტმა მუნიციპალიტეტმა მიიღო 409,500 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის, ტრადიციული რეწვის, ფერმერობისა და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდა. ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში ასევე ჩაერთო 14 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ჯამში 556,300 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს, რის შედეგად დახმარების საერთო თანხა 965,800 აშშ დოლარს გასცდა.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა ხაზი გაუსვა, რომავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), მოხარულია საქართველოსთვის ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობის შესაძლებლობით.

ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი შედეგებით ადილობრივი მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესი და სათემო გაერთიანებები სარგებლობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system