თავში

ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ქართული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია გამოჩნდეს

ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ქართული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია გამოჩნდეს
ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ქართული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია გამოჩნდეს

Hub georgia-ს დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ინფორმაციით, არსებობს მზაობა ახალი ავიაკომპანიის შექმნის და საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

როგორც კოდუა ამბობს, საუბარია სამგზავრო ტიპის ქართულ ავიაკომპანიაზე, რომელიც იქნება დაბალბიუჯეტიანი და კონკურენციას გაუწევს Wizz Air-სა და Ryanair-ს.

მეტ დეტალს report.ge არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციის დასრულებისთანავე გაარკვევს. 

შეგახსენებთ, დღეს ორგანიზაცია წარადგენს კვლევას თემაზე - „საქართველოს ავიაციის როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system