თავში

"ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“ იქმნება

"ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“ იქმნება
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“ იქმნება

ბაზარზე პროდუქტის გაკონტროლების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“ გაიხსნება. ის მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. სააგენტო ასევე დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.

უწყების ოფიცრებს საწარმოების სანქცირების ბერკეტიც ექნებათ. მათი ოდენობა 1000-დან 5000 ლარამდეა განსაზღვრული.

სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.

„ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ შექმნას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს.

პროექტს 16 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system