თავში

ბაზრებისა და სავაჭრო მოლებისთვის სპეციალური პლატფორმა შემუშავდა

ბაზრებისა და სავაჭრო მოლებისთვის სპეციალური პლატფორმა შემუშავდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შემუშავდა პლატფორმა ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის, რათა ბაზრებისა და სავაჭრო მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს.

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აქამდე არსებული ყველა პროტოკოლი ძალაში რჩება და მათ ტესტირების ვალდებულება ემატებათ. 

„მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად შევხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. როგორც იცით, დაანონსებულია, რომ 1-ელი თებერვლიდან მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი პლატფორმა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან, ეს არის მარტივი, ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი, მოხდება ტესტირება და შემდგომი პროცესი იქნება 1-ელი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება და ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნება“,- განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, პირველ ჯერზე მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა ტესტირება დასუბსიდირდება.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა, ბაზრობები არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1 თებერვლიდან გაიხსნებიან, თუმცა მოლებსა და ბაზრობებს დასაქმებულების ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება.

შეგახსენებთ, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system