თავში

ბაზრობებზე ინსპექციამ 19 ბიზნესსუბიექტი დააჯარიმა

ბაზრობებზე ინსპექციამ 19 ბიზნესსუბიექტი დააჯარიმა
ბაზრობებზე ინსპექციამ 19 ბიზნესსუბიექტი დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ კვირას თბილისის მასშტაბით ყველა ბაზარი შემოწმდა და გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, რიგი ბიზნეს სუბიექტები დაჯარიმდნენ.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. გასულ კვირაში თბილისის მასშტაბით შემოწმდა ფაქტობრივად ყველა ბაზარი. მათ შორის: ლილო, ელიავა, დეზერტირები, ნავთლუღი, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი და დიღომში არსებული ბაზრობები. ყველა მათგანს მიეწოდა ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან კვლავ ფიქსირდებოდა დარღვევები, ამიტომ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი. ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირების ბაზარში -1, ნავთლუღში-2, დიდუბეში-3, ვარკეთილში 1 ბიზნესოპერატორი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ და დასძინა, რომ დღეიდან კოვიდტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს. მისივე თქმით, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ახალი კოვიდინფექციის 6 შემთხვევიდან,ერთი აჭარაშია აღმოჩენილი.

ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არ გამოვლენილა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system