თავში

ბექა ლილუაშვილმა საბიუჯეტო რესურსის მიზნობრიობა განმარტა

ბექა ლილუაშვილმა საბიუჯეტო რესურსის მიზნობრიობა განმარტა
ბექა ლილუაშვილმა საბიუჯეტო რესურსის მიზნობრიობა განმარტა

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზაში მიმართული იქნება ერთი მხრივ, მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. ამის შესახებ მან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

,,ბიუჯეტის რაიონალურობის შესაფასებლად აუცილებელია, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო პირობა და ფაქტი გავითვალისწინოთ. პირველი – მოგეხსენებათ, გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, ასევე რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა არსებითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, მათ შორის ქვეყნის ფინანსურ რესურსებზეც. შესაბამისად, მთავრობის მიერ სამ ეტაპად განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ეს ნეგატიური ზეგავლენა, თუმცა ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომელიც შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად, წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 პროცენტამდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში. საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტი, რომელიც არის დაბალანსებული და რაციონალური, რომელიც ძირითადად ეფუძნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეკონომიკის ხელშეწყობას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, დაახლოებით 450 მილიონი ლარის რესურსია გამოყოფილი მომდევნო წლის ბიუჯეტით, რომელიც მოხმარდება სრულიად ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის როგორც მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, ასევე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს თანხა მოხმარდება როგორც გავრცელების პრევენციას, ასევე მკურნალობას, ასევე ვაქცინის შესყიდვის პროცედურებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ლილუაშვილმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც  ემსახურება სოციალური მდგომარეობის გრძელვადიანად გაუმჯობესებას, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის პენსიონრებისთვის პენსიის ზრდა ე.წ ინდექსაციის წესით, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად პენსიების გარკვეული მოცულობით ზრდას. 

გარდა ამისა, როგორც ლილუაშვილმა განმარტა, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 430 მლნ ლარის ოდენობის დახმარება, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების განხორციელება, რომ ბიზნესს შეუმსუბუქდეს ფინანსური ტვირთი, რაც მას დასაქმებულების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

,,ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეუფერხებლად გაგრძელდება და მოგეხსენებათ, რომ გარდა ეკონომიკურისა, ამას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ამ დასაქმებას ჩვენ უზრუნველვყოფთ კაპიტალური პროექტების განხორციელებითაც და რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერიოდში ეს არის ეკონომიკის სისტემური მხარდაჭერა“, – განაცხადა ლილუაშილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system