თავში

ბექა ნაცვლიშვილი: ნამახვანის ჰესი ნებართვის გარეშე შენდება

ბექა ნაცვლიშვილი: ნამახვანის ჰესი ნებართვის გარეშე შენდება
ბექა ნაცვლიშვილი: ნამახვანის ჰესი ნებართვის გარეშე შენდება

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის და ამის მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქმე გვაქვს ან კორუფციასთან ან სახელმწიფოს უპასუხისმგებლობასთან

დეპუტატის ინფორმაციით, როცა ადგილზე გარემოს დაცვის ზედამხედველი ინსპექცია მიდის, სამუშაოები ჩერდება და მერე ისევ გრძელდება.

“როცა ნებართვა გაცემული არ არის, დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ პირობებში სამუშაოები შეიძლება მიმდინარეობდეს. თან ამ ჰესთან დაკავშირებით არის დიდი პრობლემები. პირველი პრობლემაა ის, რომ მთლიანად რეგიონი იტბორება და ყურძნის ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ და გინდათ ეკონომიკის საფუძველი ტურიზმზე დააფუძნოთ, ამის საფუძველიც გეცლებათ. იქ არის სხვა ტიპის ქანები, რამაც მთლიანად ქუთაისის დატბორვა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის საფრთხე და ამის შესახებ ყველამ იცის. ასეთი პარადოქსული ვითარებაა - გარემოს დაცვის ზედამხედველი ინსპექცია მიდის, სამუშაოები ჩერდება და მერე ისევ გრძელდება ანუ სახელმწიფო თითქმის აღარ არის, ოფიციალური ორგანოების მითითებებსაც აღარ ემორჩილება კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე.

დეპუტატი საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მოსვლას და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. 

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს. 

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system