თავში

ბელორუსიაში საბანკო ანგარიშსწორების ინოვაციური მეთოდი დაინერგა

ბელორუსიაში საბანკო ანგარიშსწორების ინოვაციური მეთოდი დაინერგა
ბელორუსიაში საბანკო ანგარიშსწორების ინოვაციური მეთოდი დაინერგა

დღეს ბელორუს მოქალაქეებს უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობა ექნებათ. რეალიზაციაში გაეშვა გადახდის ახალი ტექნოლოგიური სამაჯურები, რომელიც მომხმარებელს Priorbank - მა შესთავაზა.

სამაჯურები საბანკო ბარათების ალტერნატივაა, რაც ანლიტიკოსების თქმით, გამჭვიტრვალეს და მოსახერხებელს გახდის საბანკო გადახდებს.იგი არის მარტივი და შეიცავს შემცირებულ არა პერსონალიზებულ Visa Classic ბარათს უკონტაქტო გადასახადებისთვის. სამაჯურის დახმარებით, შეგიძლიათ ერთი შეხებით გადაიხადოთ, კაფეებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, ან იმოგზაუროთ მეტროთი. მშობლებს შეუძლიათ სამაჯურის გაკეთება ბავშვისთვის.

გადახდის განხორციელებისთვის საკმარისია სამაჯურის დავიტანოთ ტერმინალზე, რის შემდეგაც მოხდება გადახდა პროდუქტს ან მომსახურებისთვის. საიმედოობისთვის, ბანკი დააგზავნის SMS შეტყობინებას და აცნობებს მომხმარებელს თითოეულ ანგარიშსწორებას. პარტნიორთა ქსელში თითოეული შესყიდვიდან, თანხის ნაწილი დაუბრუნდება ანგარიშს KEYcard პროგრამით.

სამაჯურების მფლობელებს ოპერაციების განხორციელება შეეძლებათ ბელორუსშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

სამაჯური თან შეგიძლია იქონიოთ ყოველთვის, ის წყალგაუმტარია და უსაფრთხოა მზეზე ტარების შემთხვევაშიც. მომხმარებელს შეუძლია ის თან ჰქონდეს სანაპიროზე, საუნაში, აკვაპარკში ან აუზში, სპორტული დარბაზი, კაფეში. გარკვეული დრო დასჭირდა ტექნოლოგიის შესამოწმებლად და ახლა ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დაგეგმლია სამაჯურს დაემატოს სმარტფონის და სიმბარათის ჩადების ფუნქციაც. პრიბანკში იმედიოვნებენ რომ კონკურენტული ფასის პირობებში სამაჯურზე სულ მალე მოთხოვნა გაიძრდება ბელორისელების მხრიდან.

სამაჯურის შესაძენად, მომხმარებელი შეავსებს განაცხადს ბანკის ვებსაიტზე, შეარჩევს ფერს (შავი, ყვითელი, ღია მწვანე ან ფირუზი) და აიღებს მასთან მყოფ უახლოეს ფილიალში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system