თავში

ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების გამკაცრებას ბიზნესი იწონებს

ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების გამკაცრებას
ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების გამკაცრებას ბიზნესი იწონებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის სახელმწიფოებრივი მიდგომისა და ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამავდროულად, ბოლო გადაწყვეტილება, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მისასალმებელი და ღირებულია.

ავტოპარკის ეტაპობრივი განახლების აუცილებლობასთან ერთად, საჭიროა საწვავის ხარისხობრივი პარამეტრების მუდმივი სრულყოფა და მონიტორინგი. სატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერების გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება მნიშვნელოვნად განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობითა და ხარისხით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

მისი თქმით, „ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით აქამდე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები, შედგებოდა მხოლოდ 4 საკონტროლო კომპონენტისგან, რაც არ იძლეოდა საწვავის ხარისხის სრულფასოვანი კვლევის საშუალებას და რჩებოდა მნიშვნელოვან გამოწვევად. პრობლება განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის იმ ქალაქებისათვის, სადაც ავტოპარკის დიდი რაოდენობაა თავმოყრილი.

აღნიშნული ცვლილებები, კერძოდ კი საწვავის საკონტროლო, ხარისხობრივი კომპონენტების სიის გაფართოება, კიდევ უფრო დაგვაახლოებს სასურველ შედეგთან - საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება.

მისასალმებელია, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყვნენ ექსპერტები, საქართველოში მოქმედი ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული წამყვანი ლაბორატორიები და სხვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ცვლილებების ეფექტიანად აღსრულების პროცესი.

საქართველოში საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები მკაცრდება. გასულ წელს კი საქართველომ ბენზინის ხარისხობრივი ნორმები გაამკაცრა. ბენზინთან მიმართებითა განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system