
ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ სუპერმარკეტებისქსელი Carrefour-ის აქციები სრულად გაყიდა. სუპერმარკეტების ქსელის შესყიდვა ფრანგულ Couche-Tard-ს სურს.
ბერნარ არნო ფლობდა აქციების 5,7%-ს თავისი ჰოლდინგი Financiere Agache–ის საშუალებით. იგი იყო სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ -ერთი, მულენის ოჯახთან და ბრაზილიელ ბიზნესმენ აბილიო დოს სანტოს დინიზთან ერთად.
ბერნარ არნოს მიერ კომპანიის აქციებზე უარის თქმის შემდეგ,Carrefour-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით დაეცა.