თავში

ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ $443 მლნ გამოყო

ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ $443 მლნ გამოყო
ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ $443 მლნ გამოყო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ,გასულ წელს პირობა დადო, რომ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 2030 წლამდე 10 მილიარდი დოლარის გამოყოფდა. 

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი კლიმატის ორგანიზაციებს კიდევ 443 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

443 მილიონი დოლარი 44 გრანტს მოიცავს. აღნიშნული თანხიდან 130 მილიონი დოლარი Justice40 ინიციატივის მხარდასაჭერად დაიხარჯება. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ღარიბთა მხარდასაჭერად. დამატებით 261 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გლობალური სტრატეგიის პროექტზე. დარჩენილი 51 მილიონი დოლარი კი შეერთებულ შტატებსა და აფრიკაში მიწის აღდგენას მოხმარდება.

ბეზოსის ჯამურმა შემოწირულობები კლიმატის ინიციატივებისთვის 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჯეფ ბეზოსის ქონება Forbes-ის მონაცემებით, 196,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის მეორე ადგილს იკავებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system