თავში

ბიძინა ივანიშვილის ქონება 30 მლნ დოლარით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 30 მლნ დოლარით შემცირდა
ბიძინა ივანიშვილის ქონება 30 მლნ დოლარით შემცირდა

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 30 მლნ დოლარით არის შემცირებული.

30 აპრილის მდგომარეობით, ქართველი მილიარდერის ივანიშვილის ქონება 5.20 მლრდ დოლარად იყო შეფასებული; 7 მაისის მონაცემებით, მისი ქონების ღირებულება 5.17 მლრდ დოლარია.

მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის სიაში სულ 500 მილიარდერია.

მილიარდერთა რეიტინგში 64 წლის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველია და ის 353-ე ადგილს სჯერდება.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

შეგახსენებთ, კორონავირუსმა მდიდარ ადამიანთა რაოდენობა შეამცირა.

მაგალითისთვის, ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.არნო „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა.

წელს Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში 2095 ადამიანი მოხვდა, რაც წინა წელთან შედარებით 58-ით ნაკლებია.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 8 ტრილიონი დოლარია, რაც ამ მაჩვენებლის 700 მილიარდი დოლარით კლებაზე მეტყველებს წინა წელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system