თავში

ბიძინა ივანიშვილმა $125 მილიონით იზარალა

ბიძინა ივანიშვილმა $125 მილიონით იზარალა
ბიძინა ივანიშვილმა $125 მილიონით იზარალა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5.12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით $125 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

მარტის დასაწყისისთვის, ბიძინა ივანიშვილის ზარალი 180 მლნ დოლარით შემოფარგლებოდა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

მსოფლიოს 20-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, რომლებიც Forbes-ის მილიარდერთა სიის სათავეში არიან, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების მკვეთრი ვარდნის გამო $78 მილიარდი დაკარგეს. 

ამ შემცირების მიზეზს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა იწვევს. 
Dow Jones-ის ინდექსი 10%-ით შემცირდა; S&P 500-ის ინდექსი 9.5%-ით დაეცა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.4%-ით შემცირდა.
ბირჟებზე არსებული კლება კორონავირუსსა და ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system