თავში

"ბილაინმა" მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტი დაადასტურა

ბილაინმა მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტი დაადასტურა
ბილაინმა მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტი დაადასტურა

ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა VimpelCom-მა, მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვასთან დაავშირებით, გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. საუბარია, Beeline-ის სახლის ინტერნეტის აბონენტების საქმეზე. როგორც რუსული მედია იუწყება, კომპანიის 8,7 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა. კერძოდ, კლიენტების სახელები, გვარები, მობილური ტელეფონის ნომრები და ა.შ ერთ-ერთ ვებგვერდზე აიტვირთა და მისი ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

კომპანია Beeline პირადი მონაცემების ინტერნეტში გავრცელების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევები ჯერ კიდევ 2017 წელს დაფიქსირდა, მათ კი მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ოპერატიული ზომები მიიღეს.

როგორც Beeline-ში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ შესაბამისი უწყებები დამნაშავეებს დროულად იპოვიან და კანონის შესაბამისად გაასამართლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system