თავში

ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ფართები სიმბოლურ ფასად ეძლებათ

ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ფართები სიმბოლურ ფასად ეძლებათ
ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ფართები სიმბოლურ ფასად ეძლებათ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე ბინები კუთვნილებაში 386 ადამიანს გადაეცა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველოფა არის სახელმწიფოს ვალი, რომელიც აღიარებულია. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. მათი პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის. პროექტის დაწყებამდე კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობელმას მოაგვარებს.

,,კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს," - განაცხადა კალაძემ. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით, სიმბოლურ ფასად ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ, ქონების მართვის სააგენტომ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.

მერიას აქვს 65 ოჯახის სია, რომლებიც სწორედ ამ მისამართზე დაკმაყოფილდებიან ბინებით. დაზარალებული ოჯახების შერჩევა მოხდა სოციალური ქულების საფუძველზე. მათ ჯამში 4400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს კომპანია. მერის თქმით, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

თავის დროზე პრობლემის გადაჭრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაც შეეცადა. 2009 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის დადგენილებით, ვალის გადახდა თბილისის მერიას დაევალა, რაც ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. ამ განკარგულების შემდეგ დაზარალებულთა გარკვეულ ნაწილს ნაკვეთები სიმბოლურ ფასად მართლაც გადაეცათ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი დაზარალებულთათვის ნაკვეთების გადაცემის პროცესი შეჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system