თავში

ბინების დღიურ ქირაზე მოთხოვნა იზრდება

ბინების დღიურ ქირაზე მოთხოვნა იზრდება
ბინების დღიურ ქირაზე მოთხოვნა იზრდება

ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება. კომპანია WeHost-ის ინფორმაციით, მარტში საიტის დატვირთულობამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია. ჯავშნების ზრდის პარალელურად პრობლემად რჩება ბინის გაქირავების ფასები. კომპანიის ინფორმაციით, პანდემიის დროს თბილისში ბინების ფასები 18-19 დოლარი იყო, ახლა მაჩვენებელი გაიზარდა 26 დოლარამდე, თუმცა ეს მაინც მინიმალური ფასია. პანდემიამდე ფასები 2-ჯერ მეტი იყო. თბილისში მომხმარებლები უპირატესობას უფრო კომფორტულ ბინის ქირაობას ანიჭებენ, თუმცა საშუალოზე დაბალ ფასად, - ეს რაც შეეხება თბილისს, ხოლო ზამთრის კურორტებზე WeHost-ის განმარტებით, ცუდი მდგომარეობაა, რადგან  სეზონი გვიან გაიხსნა და ხარჯების ამოღება. დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.

ცნობისთვის, WeHost-ი Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება. WeHost-ის სერვისი გულისხმობს ბინის მართვას, სტუმრების მისაღებად მომზადებას, დალაგებას, სტუმრებთან კომუნიკაციას, ფასების ყოველდღიურ ოპტიმიზაციას.

ბინის ქირები გასული წლის ბოლოს 13 წლის მინიმუმზე დაფიქსირდა. Covid-19-მა ქირის ბაზარზე მყისიერად შეამცირა ქირა. უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა 2020 წლის დასაწყისიდან, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და მხოლოდ 6%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან. უძრავი ქონების ექსპერტები ქირის კლებას ტურიზმის შეჩერებასა და დისტანცირი სწავლების გამო სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით ხსნიან.

შეგახსენებთ, საქსტატის გათვლით, საქართველოში რეპეტიტორობისა და ბინის ქირის სექტორში ჩრდილშია ეკონომიკის დაახლოებით 13%-ი. წლის დასაწყისში სტტისტიკის სამსახური ამ ორი სფეროს შემოსავლების გამოკვლევას გეგმავდა.

დღეს კანონი ბინის გამქირავებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ მინიმუმ შემოსავლის 5%-ის გადახდას ავცალდებულებს, თუმცა კანონის ადმინისტრირება ვერ ხერხდება. პანდემიამდე ბაზრის ანალიტიკოსების დათვლით გაქირავების მასშტაბი 80-100 მილიონი დოლარს უტოლდებოდა. სპეციალისტების უმრავლესობა ქირის ბაზარზეგაქირავებისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის შემცირების მომხრეა.

ცნობისთვის, 2016 წელს ბინის ქირისგან მიღებული შემოსავლის ბეგარა 20-დან 5%-მდე შემცირდა, თუმცა ეკონომისტების რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება. მათი აზრით, ამ შემთხვევაში სრულად იქნება გამართლებული საგადასახადო სამსახურების მიერ სფეროს მკაცრი ადმინისტრირება. სპეციალისტები ბინის გაქირავების ჩრდილიდან გამოყვანის შემთხვევაში, მათი მომსახურების საფასურის ზრადს პროგნოზირებენ.

"ლეგალურ ბიზნესში მათი ჩართვა ხარჯებს გაზრდის და ეს ფაქტორიც ფასების ზრდაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში ამ სექტორების მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზრდება," - ამბობს სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system