თავში

ბინებზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა

ბინებზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა
ბინებზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა

ეპიდემიის გავლენამ უძრავი ქონების ბაზარი ისე შეარყია, რომ ბიზნესს უკვე მთავრობის ინექციაც ვერ შველის. როგორც დეველოპერები აცხადებენ, მოთხოვნა განახევრდა, ხოლო ფასი 35-40%-ის ფარგლებში შემცირდა. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური აცხადებს, ბაზარზე დიდი რეგრესია ეპიდემიის გამო, რაზეც გავლენას ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახდენს.

,,უძრავი ქონება მასიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შემცირებული. დეველოპერული ბიზნესი რეგიონებში ისედაც ნაკლებად არის წარმოდგენილი, საკურორტო ზონებს თუ არ ჩავთვლით. ყველგან კლებაა, ეს უკავშირდება ბაზარზე მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას და პანიკას, რომელიც ეპიდემიის მიმართ არსებობს. ცხადია, მოთხოვნის კლება იწვევს ეკონომიკური აქტივობის შემცირებასაც. მომხმარებელი მეორე კვარტალში საგრძნობლად აქტიური იყო, ამას იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ საწყის ეტაპზე ხელი შეუწყო, მაგრამ სიტუაცია მალე covid-19-ის გამო ისევ შეიცვალა. კურსმა შექმნა დაბრკოლება და უკვე სექტემბრიდან დადებითი ტენდენციის შენარჩუნება გაგვიჭირდა. ცხადია, მთავარი გამოწვევა ეპიდემიაა. საარჩევნო სიტუაციამ კიდევ უფრო ზედმეტად დაძაბა ეკონომიკა და ბიზნესი, სამწუხაროდ, ეს ტენდენციაც სახეზეა. გარდა ამისა, ტურიზმი ჩაკეტილია და უცხოელი ვიზიტორები ვერ შემოდიან ქვეყანაში, ყველაფერი უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემას ქმნის. შესაბამისად, სახეზეა როგორც გაყიდვების კლება, ბინების გაიაფებაც, რაც ეკონომიკური რეგრესის თანდმევი პროცესებია ", - ამბობს კუნელაური report.ge-თან.

უძრავი ქონების გაიაფება სტატისტიკითაც დასტურდება. კერძოდ, ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ფასის ინდექსის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები მცირდება. აგვისტოში ინდექსი, ივლისთან შედარებით, 9.9 პუნქტით შემცირდა და 424.6-ს გაუტოლდა. ბოლო ოთხ თვეში უძრავი ქონების ფასის ინდექსი 36.7 პუნქტითაა შემცირებული.

რაც შეეხება ბაზარზე იპოთეკური სესხების სუბსიდირების გავლენას, აქაც პრობლემაა. "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კლებას განაგრძობს და წინა კვირასთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა.

დოკუმენტის მიხედვით, 1-13 ოქტომბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +37% შეადგინა. 1-8 ოქტომბრის პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის წლიური ცვლილება უარყოფითი გახდა და -2% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system