თავში

ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი მკაცრად გაკონტროლდება

ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი მკაცრად გაკონტროლდება
ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი მკაცრად გაკონტროლდება

საქსტატი რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. საქსტატის გათვლით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში მაღალია. მათი ვარაუდით, ამჟამად ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილში.

როგორც report.ge-ს ეკონომიკის ექსპერტმა, სტატისტიკოსმა, სოსო არჩვაძემ, განუცხადა, რეპეტიტორებისა და ბინის ქირით შემოსავლების დათვლა, მოგვცემს შესაძლებლობას გავიგოტ ზუსტადცვენი ეკონომიკის მასშტაბი. ეს კი ინვესტორს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში ბინების გაქირავებით მოსახლეობის შემოსავალი პირობითად არა 100 მილიონი, არამედ 500 მილიონი დოლარია, ეს ნიშნავს, რომ გადახდისუნარიანი მოთხოვნა 400 მილიონით მეტი ყოფილა. არჩვაძე განმარტავს, რომ საქართველოს ბაზარი მცირეა და ყოველი დამატებითი რესურსის გამოჩენა ზრდის შიდა თუ გარე ინვესტორების დაინტერესებას.

"დღესაც ავალდებულებს კანონი ბინის გამქირავებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ მინიმუმ შემოსავლის 5%-ის გადახდას, თუმცა კანონის ადმინისტრირება ვერ ხერხდება. თბილისში წელიწადში საშუალოდ 33-35 ათასი ბინა იყიდება, მათი ჯამური საბაზრო ფასი დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარია. თუ დავითვლით გაქირავების მასშტაბს, ის 80-100 მილიონი დოლარის ფარგლებშია. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში იჯარისა და ყიდვა-გაყიდვის ბრუნვები თითქმის თანაბარია. ჩვენთან ამხელა ცდომილება იმის გამოა, რომ ხშირად საბაზრო ფასზე ნაკლებად აფასებენ უძრავ ქონებას. ეს ხდება გადასახადების თავის არიდების მიზნით. ფაქტია, 8-9-ჯერ ნაკლებია გაქირავებისგან მიღებული შემოსავლები გაყიდულ უძრავ ქონებაზე და ბუნებრივია, ეს სფერო ჩრდილიდან გამოსვლას საჭიროებს," - განუმარტა report.ge-ს სოსო არჩვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხის მოსაგვარებლად შესაძლოა კარგად იმუშაოს თუ შემცირდება ბინის გაქირავებისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის ოდენობა. 

შეგახსენებთ, 2016 წელს ის 20-დან 5%-მდე შემცირდა, თუმცა არჩვაძის რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ  ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება. ამ შემთხვევაში, არჩვაძის თქმით, სრულად გამართლებული იქნება საგადასახადო სამსახურების მიერ სფეროს მკაცრი ადმინისტრირება.

ცნობისთვის, სოსო არჩვაძე ბინის გაქირავების ჩრდილიდან გამოყვანის შემთხვევაში, შესაძლოა, მათი მომსახურების საფასური გაიზარდოს.

"ლეგალურ ბიზნესში მათი ჩართვა ხარჯებს გაზრდის და ეს ფაქტორიც ფასების ზრდაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში ამ სექტორების მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზრდება," - განუცხადა report.ge-ს სოსო არჩვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system