თავში

ბინის ქირები 13 წლის მინიმუმზეა

ბინის ქირები 13 წლის მინიმუმზეა
ბინის ქირები 13 წლის მინიმუმზეა

Covid-19-მა ქირის ბაზარზე მყისიერად შეამცირა ქირა. უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა 2020 წლის დასაწყისიდან, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და მხოლოდ 6%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან. 

ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის "გალტ&თაგარტის" ყოველკვარტლურ მიმოხილვაში. 

უძრავი ქონების ექსპერტები ქირის კლებას ტურიზმის შეჩერებასა და დისტანცირი სწავლების გამო სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით ხსნიან.

"შედეგად, ქირის უკუგება 7.7%-მდე შემცირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში, მაშინ როცა წინა წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 8.9% იყო. ჩვენი მოლოდინით, ქირის უკუგება თანდათან გაიზრდება ტურისტების დაბრუნებისა და ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ. ჩვენი მოლოდინით, 2020 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები ზომიერად გაიზრდება, სექტემბერში მაღალი ზრდის შემდეგ, რადგან Covid-19-ის მზარდმა შემთხვევებმა და ლარის გაუფასურებამ შესაძლოა იმოქმედოს მყიდველების გადაწყვეტილებაზე," - აღნიშნულია კვლევაში. 

გამქირავებლებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას. 

Area,ge-ზე განმცხადებლების დაახლოებით 7%-მა (3,294 განცხადება) შეცვალა საფასო პოლიტიკა 2020 წლის მარტის შემდეგ - საფასო პოლიტიკა ძირითადად ბინის გამქირავებლებმა შეცვალეს. 2020 წლის სექტემბერში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო კვ.მ. ქირა შემცირდა 6.8 აშშ დოლარამდე (10.6 აშშ დოლარი 2020 წლის თებერვალში). 2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, ბინის გაყიდვის და გაქირავების ახალი განცხადებები კვლავ იზრდება 2020 წლის მაისიდან.

შეგახსენებთ, საქსტატის გათვლით, საქართველოში რეპეტიტორობისა და ბინის ქირის  სექტორში ჩრდილშია ეკონომიკის დაახლოებით 13%-ი. წლის დასაწყისში სტტისტიკის სამსახური ამ ორი სფეროს შემოსავლების  გამოკვლევას გეგმავდა. 

შეგახსენებთ, დღეს კანონი ბინის გამქირავებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ მინიმუმ შემოსავლის 5%-ის გადახდას ავცალდებულებს, თუმცა კანონის ადმინისტრირება ვერ ხერხდება. პანდემიამდე ბაზრის ანალიტიკოსების დათვლით გაქირავების მასშტაბი 80-100 მილიონი დოლარს უტოლდებოდა. სპეციალისტების უმრავლესობა ქირის ბაზარზე გაქირავებისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის შემცირების მომხრეა. 

ცნობისთვის, 2016 წელს ბინის ქირისგან მიღებული შემოსავლის ბეგარა  20-დან 5%-მდე შემცირდა, თუმცა ეკონომისტების რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება. მათი აზრით, ამ შემთხვევაში სრულად იქნება გამართლებული საგადასახადო სამსახურების მიერ სფეროს მკაცრი ადმინისტრირება. სპეციალისტები ბინის გაქირავების ჩრდილიდან გამოყვანის შემთხვევაში, მათი მომსახურების საფასურის ზრადს პროგნოზირებენ. 

"ლეგალურ ბიზნესში მათი ჩართვა ხარჯებს გაზრდის და ეს ფაქტორიც ფასების ზრდაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში ამ სექტორების მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზრდება," - ამბობს სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system