თავში

ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოებზე კონტროლი გაძლიერდება - Exclusive

ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოებზე კონტროლი გაძლიერდება
ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოებზე კონტროლი გაძლიერდება - Exclusive

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. რას მიაღწია სახელმწიფომ და როგორ ასრულებს ბიზნესი ვალდებულებას, ჯერჯერობით უცნობია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ზუსტი სურათი წლის ბოლომდე გამოჩნდება, როცა კომპანიებს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმებენ. 

"ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს უშუალოდ წარმოებაზე. ცნობილია, რომ დაშვებულია ოქსობიოდეგრადირებადი პარკების წარმოება მხოლოდ ექსპორტის მიზნით. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი პლასტიკს არ უნდა შეიცავდეს. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან კომპანიების შემოწმების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და  ზუსტი შედეგი გვეცოდინება. შერჩევითი პრინციპით, ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებასაც მოვახდენთ. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ამ მიმართულებით კონტროლი თბილისის მერიას და რეგიონებში თვითმმართველობებს ევალებათ. იმპორტზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გაწევს", - განუცხადა კორკოტაძემ report.ge-ს. 

ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ რეგულაციის გავლენა ბაზარს ჯერჯერობით ნაკლებად ეტყობა, რადგან ამით პოლიეთილენის პარკების გამოყენება არ შეწყვეტილა.

,,კანონით პოლიეთილენის პარკების გამოყენება ბიოდეგრადირებადმა მასალამ ჩაანაცვლა. ეს არის სპეციალური მინარევი, რომელიც ერევა თვითონ პლასტმასის მასაში, საიდანაც ცელოფანი წარმოებს. ცხადია, ეს ასეთი სტანდარტით დამზადებული პარკი ფასიანია, რადგან თვითონ მინარევი საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა პოლიეთილენის პარკებიც ფასიანი გახადეს და მაღაზიები მას ისევ იყენებენ. ამ მხრივ ბაზარს რეგულაციების გავლენა დიდად არ ეტყობა",  - განაცხადა ჩხობაძემ.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის წარმოებისთვის, გამოყენებისთვის ან ქვეყანაში შემოტანისთვის 1-ლი ოქტომბრიდან პირველ ჯერზე 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარია ჯარიმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system