თავში

ბიტკოინის დარჩენილი 10%-ის მოპოვებას 100 წელი დასჭირდება

ბიტკოინის დარჩენილი 10%-ის მოპოვებას 100 წელი დასჭირდება
ბიტკოინის დარჩენილი 10%-ის მოპოვებას 100 წელი დასჭირდება

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Report.ge ანალიტიკურ პლატფორმა Blockchain-ზე დაყრდნობით წერს.

დღეისათვის ჯამში 18 897 390 ბიტკოინის მონეტაა გამოშვებული. ბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ BTC-ის გამოშვებაზე მკაცრი ლიმიტი დააწესა, რომელიც 21 მილიონით განისაზღვრა. 

პირველი ბიტკოინი დაახლოებით 13 წლის წინ, 2009 წლის 3 იანვარს გამოვიდა. თუ ექსპერტების გამოთვლები სწორია, მონეტების დარჩენილი 10%-ის (დაახლოებით 2 მილიონი) მოპოვებას  მომდევნო 118 წელი დასჭირდება. ბიტკოინის ბოლო მონეტა 2140 წლის თებერვალში უნდა გამოვიდეს. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2040 წლისთვის მაინერებს ბიტკოინის 99,62% ექნებათ მოპოვებული, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მოპოვებას 40 წელი დასჭირდება.

Chainalysis-ის ცნობით, 3,7 მილიონი ბიტკოინი დაიკარგა. მისი მფლობელები გარდაიცვალნენ ან საფულეზე წვდომა დაკარგეს. გარდა ამისა, 1 მილიონზე მეტ მონეტას  სატოში ნაკამოტო ფლობს.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ინდოეთი გეგმავს აკრძალოს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. აღნიშნულ საკითხს ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე განიხილავს.

მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system