თავში

ბიტკოინის ფასი ზრდის ტრენდს არ ცვლის

ბიტკოინის ფასი ზრდის ტრენდს არ ცვლის
ბიტკოინის ფასი ზრდის ტრენდს არ ცვლის

2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბიტკოინის ღირებულება უცხოურ ბაზრებზე დაახლოებით 10 000 დოლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე ფასი 17 000 დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება, როცა იანვარში იგი 7200 დოლარად ივაჭრებოდა. მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ქართველი ფინანსისტები მაინინგის პროცესის გააქტიურებას არ ელოდებიან. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას თქმით, მიმზიდველობის მიუხედავად წარმოების მაღალი ღირებულება  მაინინგისადმი ინტერესსს ამცირებს.

,,ბიტკოინის ფასის ზრდა განაპირობებს გაურკვევლობა, რაც მსოფლიო ეკონომიკაშია. ადრეც ვნახეთ, როცა ეკონომიკაში პერსპექტივა ბუნდოვანი გახდა, ინვესტორებმა სტრატეგია შეცვალეს და ბიტკოინის მაგივრად, ოქროს ყიდულობდნენ. სიტუაცია შეიცვალა, ამ ეტაპზე ფასი მაქსიმუმზეა, მაგრამ ამას რამდენად აყვება ქართველი მომხმარებელი, უკვე საეჭვოა.   ერთადერთი მიზანი ექნებათ, რომ ხარჯი გადაფარონ. ჯერ კიდევ, როცა ბიტკოინის ღირებულება 6000 დოლარამდე ჩამოვიდა, წუხდნენ, რომ მარალი ხარჯის გამო იზარალეს. ახლა საშუალება მიეცემათ, რომ დანაკარგი გადაფარონ", - ამბობს შენგელია.

ანალიტიკოსის ვარაუდით, ბიტკოინი ზრდის ტრენდს გააგრძელებს და შეიძლება გაორმაგდეს და ოდნავ მეტადაც გაძვირდეს, თუმცა, 40 000 დოლარი ის ზღვარია, რასაც არ გადააჭარბებს.

,,ბიტკოინი აუცილებლად გაძვრდება. აზიიის რამდენიმე ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, პირველად მოხდება, როცა 50%-ზე ნაკლებ შემთხვევაშია დოლარით ვაჭრობა შემცირებული დატენდენცია თუ გაგრძელდა, ბიტკოინიც გაძვირდება, 2021 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ფასის ზედა ზღვარი არ არის შემოსაზღვრული, 100 000 დოლარსაც ვარადუდობენ, მაგრამ 40 000 დოლარს არ მგონია, გადააჭარბოს. მით უმეტეს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ისევ აკრძალა მისი წარმოება, მათ შორის რუსეთმა. დიდი სახელმწიფოები მზად არიან ელექტრონული ფულის შმიღებაზე, რაც ბიტკოინის ალტერნატივაა და მის განვითარებას მომავალში ესეც ხელს შუშლის. რაც შეეხება ქართველი მომხმარებლის ქცევას, გარკვეულ მოგებაში არიან, რადგან ფასი დიდხანს დაბლა იყო, მათი დანახარჯი გასწორდება, მაგრამ მაინინგით აქტიურად დაკავდნენ, ნაკლებად ვვარაუდობ", - ამბობს ნიკა შენგელია.

რაც შეეხება ბიტკოინის ლიმიტს, ანალიტიკოსის ინფორმაციით, 21  მილიონია, ამ დროისთვის მაინინგის მეშვეობით 18,5 ბიტკოინია გამოშვებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system