თავში

ბიტკოინის ღირებულება $40 000-ს ჩამოსცდა

ბიტკოინის ღირებულება $40 000-ს ჩამოსცდა
ბიტკოინის ღირებულება $40 000-ს ჩამოსცდა

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 40 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,93%-ით-ით დაეცა და 39,712 აშშ დოლარს შეადგენს. 

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system