თავში

ბიტკოინის ღირებულება $50 000-მდე გაიზარდა

ბიტკოინის ღირებულება $50 000-მდე გაიზარდა
ბიტკოინის ღირებულება $50 000-მდე გაიზარდა

ბიტკოინის ღირებულება Binance-ის ბირჟაზე, 7 მარტის მდგომარეობით, 49 912 აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

მანამდე კრიპტოვალუტის ფასი 47 159 აშშ დოლარს შეადგენდა.

თებერვლის დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 58 ათასს გადააჭარბა. ბიტკოინის ღირებულების რეკორდულ ზრდას ბირჟის ანალიტიკოსები კომპანია Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას უკავშირებდნენ.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system