თავში

ბიტკოინის ღირებულება 9%-ით შემცირდა

ბიტკოინის ღირებულება 9%-ით შემცირდა
ბიტკოინის ღირებულება 9%-ით შემცირდა

აშშ-ში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სიახლეების ფონზე ბიტკოინის ფასი კიდევ 9%-ით დაეცა.

კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე, 09:18 საათის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი 32.86 ათას აშშ დოლარამდე დაეცა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system