თავში

ბიტკოინის ღირებულებამ $60 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $60 000-ს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულებამ $60 000-ს გადააჭარბა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 60 000 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და მორიგ რეკორდს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულება ამ დროისათვის 61 222 აშშ დოლარს აღწევს. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე იანვრის დასაწყისში, როდესაც ბიტკოინის ფასი 27 734 აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიტკოინის ღირებულების რეკორდულ ზრდას ბირჟის ანალიტიკოსები კომპანია Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას უკავშირებდნენ.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system