თავში

ბიტუმის იმპორტი 32,5%-ით შემცირდა

ბიტუმის იმპორტი 32,5%-ით შემცირდა
ბიტუმის იმპორტი 32,5%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 32,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,7 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იმპორტის 84,6% (4,4 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 15,4% (0,8 ათასი ტონა) - ერაყზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ბიტუმის მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან. 

ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 2020 წელსაც იკლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system