თავში

ბიუჯეტი გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის მზადაა

ბიუჯეტი გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის მზადაა
ბიუჯეტი გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის მზადაა

"საკმაოდ დიდი მოცულობის ვალს ვიღებთ წელს. ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 60%-იან ნიშნულს არ გასცდება.

მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაახლოებით 56%-მდე ადის. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად ვალის მდგრადობის ანალიზი წარმოვადგინეთ. ყველა შოკი გაანალიზებულია და ვალი ყველა შოკის პირობებში მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ ხოლმე ვალუტის გაუფასურების შოკს. ესაა ის მთავარი რისკი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ვალი 60%-იან ნიშნულს გადასცდეს. რაც შეეხება მომდევნო წლების ვალის შემცირების დინამიკას, ჩვენ ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს. იმედი გვაქვს წელს ამ თანხების სრულად ათვისების საჭიროება არ იქნება და მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღებას. ამასთან, 2021 წელს 500 მილიონი დოლარის ევრობონდებია გასასტუმრებელი და ამ რესურსს ათ შორის ამ თანხების გადასაფარად გამოვიყენებთ,“ -აღნიშნა კაკაურიძემ.

2020 წელს საქართველოს მთავრობა 6.1 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალს იღებს.

ცნობისთვის, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 9 ივნისს დარეგისტრირდა.

020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა.

დღეს, პარლამენტი, პლენარულ სესიაზე 2020 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system